ნიკა გვარამია - „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილზე არ მექნებოდა ამხელა წარმოდგენა საკუთარ თავზე და როლზე კაცობრიობის ისტორიაში

არავინ არის მოტივირებული, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დააზიანოს. თვითონაც ძალიან კარგად ახერხებენ შიდა დაპირისპირებით ამ ყველაფერს, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, „ალიანსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმაზე რეაგირება არ ექნება.

“მე არ ვიცი, “ანტიმიშური” კამპანია ვის აქვს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არ გაჩერებულა “ნაციონალური მოძრაობა”, სამწუხაროდ, არც მიხეილ სააკაშვილი ისე, რომ პარტია “ახალს” და მის ლიდერებს თავს არ დაესხან. პრაქტიკულად, დღეს არ ტოვებენ. ამის მიზანი არ ვიცი, მათ უნდა ჰკითხოთ.

ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება, ვინაიდან არავის არაფერი ვათქმევინოთ. მე არ ვიცი, ვინ, რა დააზიანა, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” ადგილზე არ მექნებოდა ამხელა წარმოდგენა საკუთარ თავზე და როლზე კაცობრიობის ისტორიაში. ყველანი ვმუშაობთ და ვისაც შეუძლია მუშაობა, ჩვენთან ერთად იმუშაოს. არავინ არ არის მოტივირებული, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დააზიანოს, თვითონაც ძალიან კარგად ახერხებენ შიდა დაპირისპირებით ამ ყველაფერს”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში