ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის თავდასხმაზე - გვჭირდება ანტიბალისტიკური შესაძლებლობები - რაც უფრო მალე გვექნება, მით უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ

ძალიან მნიშვნელოვანია რუსული ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა. უპირველეს ყოვლისა, გვჭირდება ანტიბალისტიკური შესაძლებლობები, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმებს.

მისი ინფორმაციით, რუსეთმა დნიპროში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ადგილზე სამაშველო ოპერაციები გრძელდება. ამ დროისთვის ხუთი ადამიანის დაღუპვის ფაქტი დადასტურდა, დაშავებულია 29 ადამიანი.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა დღეს ზაპოროჟიესაც დაარტყა. სამიზნე სამგზავრო მიკროავტობუსი იყო. დრონით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ექვსი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთი ბავშვი. ნიკოპოლში რუსებმა რეაგირების ჯგუფებსა და სახანძრო მანქანაზე ორმაგი დარტყმა განახორციელეს. ისინი ასევე თავს დაესხნენ სუმის, ოდესის და ჩერნიგოვის ოლქების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და დარტყმები განახორციელეს ხერსონსა და ხარკოვის ოლქებზეც.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ რუსული ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა. ხალხს ასეთი საშინელი თავდასხმებისგან მეტი დაცვა სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვჭირდება ანტიბალისტიკური შესაძლებლობები. აუცილებელია, რომ ევროპა მაქსიმალურად აქტიური იყოს საკუთარი ანტიბალისტიკური თავდაცვის - საკუთარი სისტემებისა და რაკეტების - განვითარებაში. რაც უფრო მალე გვექნება მეტი ასეთი შესაძლებლობები, მით უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ“, - აცხადებს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო