სტუ-ში პედაგოგებისათვის ტრენინგი - „ხელოვნური ინტელექტის  ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში“ - ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე დასრულდა ტრენინგი - „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში”.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ტრენინგში, რომელიც უნივერსიტეტსა და ბოლნისის N1 საჯარო სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, მონაწილეობა მიიღო ოცმა პედაგოგმა.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, მსგავსი ტიპის ტრენინგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ციფრული უნარების განვითარების თვალსაზრისით. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს სწავლება-სწავლის პროცესს, ზრდის გაკვეთილების ეფექტიანობას და პედაგოგებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ინოვაციური და მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდები დანერგონ.

„ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკულად იმუშავეს სხვადასხვა AI პლატფორმასთან, გაეცნენ მათი გამოყენების შესაძლებლობებს სასწავლო მასალების მომზადებაში, შეფასების სისტემების გაუმჯობესებასა და ინტერაქტიული სწავლების მეთოდების დანერგვაში. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საგაკვეთილო პროცესის გამარტივებასა და ინდივიდუალურ სწავლებაზე მორგებული მიდგომების შემუშავებას უკავშირდება.

მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ შეიძლება AI ინსტრუმენტების ინტეგრირება სხვადასხვა საგნობრივ მიმართულებაში, როგორ ეხმარება იგი პედაგოგებს დროის ოპტიმიზაციაში და როგორ ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას ინტერაქტიული და მრავალფეროვანი სასწავლო მასალების შექმნის გზით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასევე აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვისა და ტექნოლოგიების ეთიკური გამოყენების საკითხებზე, რაც თანამედროვე განათლების სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევა“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.

სტუ-ის ინფორმაციით, ტრენინგი - „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში”, ორი დღე მიმდინარეობდა. საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის სესიებს სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორები - ლილი პეტრიაშვილი და მზია კიკნაძე უძღვებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში