ლევან სანიკიძე - ელენე ხოშტარია არის გამორჩეული ლიდერი, რომლის გატეხვაც ვერ შეძლო  ხელისუფლებამ და ისინი ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ არაჰუმანური ქმედებით შეუძლიათ მას რამე დააკლონ - მოვითხოვთ, ელენეს გაეწიოს სამედიცინო დახმარება

ჩვენ ვიცით, რომ დღეს საქართველოს ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც დაცლილია ქრისტიანული, სახარებისეული ღირებულებებისგან, ამიტომ არ გვიკვირს, როგორც იქცევიან ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან განუცხადა, სადაც ის სხვა პოლიტიკოსებთან ერთად იმყოფება.

მისი თქმით, პირველი მოთხოვნაა, სასწრაფოდ გაეწიოს შესაბამისი მკურნალობა”დროას” მსჯავრდებულ ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

“ჩვენ ვიცით, რომ დღეს საქართველოს ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც დაცლილია ქრისტიანული ღირებულებებისგან, სახარებისეული ღირებულებებისგან, არაჰუმანური ქმედებებით არის გამორჩეული. მათ აქვთ პოლიტიკა, რომელიც არ ითვალისწინებს ადამიანის უფლებების დაცვას, ამიტომ არ გვიკვირს, როგორც იქცევიან ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით. ელენე არის გამორჩეული ლიდერი, ადამიანი, რომლის გატეხვაც ამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო ხელისუფლებამ და მათ აქვთ ძალიან მცდარი პოზიცია, რომ ამ არაჰუმანური ქმედებით შეუძლიათ ელენეს რამე დააკლონ. რა თქმა უნდა, ჩვენი პირველადი მოთხოვნა არის ის, რომ სასწრაფოდ გაეწიოს ელენეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მაგრამ უმთავრეს მოთხოვნად რჩება მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება”, - განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შენობასთან იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკისები და ელენე ხოშტარიას მხარდამჭერები.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში