„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ოპერაციული შესაძლებლობების გასაზრდელად ახალ ინვესტიციებს ახორციელებს

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ოპერაციული შესაძლებლობებისა და მოქნილობის გაძლიერების მიზნით ახალ მრავალფუნქციურ მობილურ საპორტო ამწეს შეიძენს. აღნიშნული ინვესტიცია მზარდი ტვირთბრუნვისა და ნავსადგურის, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო კარიბჭის, როლის გაფართოებას ემსახურება, რომელიც კავკასიასა და ცენტრალურ აზიას საერთაშორისო ბაზრებთან აკავშირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ამწე, რომლის მიღებაც 2026 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, პორტს საშუალებას მისცემს, კონტეინერების გამტარუნარიანობა 650,000-ზე მეტ TEU-მდე გაზარდოს, ხოლო როგორც კონტეინერიზებული, ისე არაკონტეინერიზებული ტვირთების დამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 500,000 მეტრული ტონით გააუმჯობესოს.

„გარდა ამისა, იგი უზრუნველყოფს საოპერაციო ეფექტიანობის ზრდას ტვირთების მოძრაობის ოპტიმიზაციისა და გემების მომსახურების დროის შემცირების გზით.

შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ფოთის საზღვაო ნავსადგური რეგიონულ ვაჭრობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ნავსადგური ამუშავებს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის განკუთვნილი საზღვაო კონტეინერული ტვირთების დაახლოებით 80%-ს და სულ უფრო მნიშვნელოვან ფუნქციას იძენს ცენტრალური აზიის დანარჩენ მსოფლიოსთან დაკავშირების პროცესში. რეგიონში სავაჭრო მოცულობების ზრდის პარალელურად, ნავსადგური აგრძელებს ინვესტიციების განხორციელებას, რათა მომავალში გაზრდილ მოთხოვნას უპასუხოს და ამავდროულად მომხმარებლებისთვის საიმედო და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა შეინარჩუნოს.

აღნიშნული ინვესტიცია ეხმიანება ტვირთების მოცულობის რეკორდულ ზრდას, რომელიც ბოლო პერიოდში ფიქსირდება. 2025 წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ რეკორდული რაოდენობის, 636 466 TEU, კონტეინერი დაამუშავა. ზრდა 2026 წელსაც გრძელდება: წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ნავსადგურმა 277 081 TEU დაამუშავა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 255 944 TEU-ს, ხოლო 2024 წელს 225 630 TEU-ს შეადგენდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ახალი ამწის ღირებულება 7.1 მილიონი აშშ დოლარია და იგი საპორტო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური აღჭურვილობის მოდერნიზაციის ფართო პროგრამის ნაწილია. დღემდე „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ოპერაციული პროცესების განვითარებასა და გაფართოებაში 180 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, ხოლო სამომავლოდ, დამატებითი ტექნიკური განახლებებიც იგეგმება.

„მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნისა და უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი მომსახურების უზრუნველყოფისადმი ჩვენი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ვაგრძელებთ ინვესტირებას ნავსადგურის შესაძლებლობებისა და პოტენციალის განვითარებაში. ეს ინვესტიცია ასახავს ჩვენს გრძელვადიან გეგმას რეგიონის განვითარების პოტენციალის მიმართ და ჩვენს ამბიციას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ფოთის პოზიცია, როგორც მნიშვნელოვანი კარიბჭისა, რომელიც რეგიონს გლობალურ ვაჭრობასთან აკავშირებს,“- განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მმართველმა დირექტორმა, ქრისტიან რიოდერმა.

მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურაში, ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოპერაციულ შესაძლებლობებში განხორციელებული მიზნობრივი ინვესტიციების მეშვეობით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ აგრძელებს მიწოდების ჯაჭვების კავშირების გაძლიერებას, ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერასა და საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მომხმარებლებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში