ლევან სანიკიძე - ყოველთვის ვარ ერთიანობის მომხრე, მაგრამ თუ აღარ არის რესურსი, აღმოიფხვრას დაძაბულობა, პოზიცია, რომელსაც პარტიის მხარდამჭერების უმრავლესობა ითხოვს „ალიანსის" დატოვებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გახდება შეუქცევადი

ყოველთვის ვიყავი და დავრჩები ერთიანობის მომხრე, მაგრამ თუკი აღარ არსებობს რესურსი, რომ აღმოიფხვრას ის დაძაბულობა, რომელიც არსებობს სხვა პარტიებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის „ოპოზიციის ალიანსთან“ მიმართებაში, პოზიცია, რომელსაც ამ წუთას, პარტიის მხარდამჭერების უმრავლესობა ითხოვს „ალიანსის" დატოვებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გახდება შეუქცევადი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, საზოგადოება ოპოზიციის შიდა დაპირისპირებით დაიღალა.

„მე მაინც მგონია და ვთვლი, რომ ჩვენი ძვირფასი საზოგადოება, ჩვენი ამომრჩევლები, ამ ქვეყნის მოქალაქეები ძალიან დაღლილები არიან ოპოზიციის შიდა დაპირისპირებით, დემოკრატიულ ფონზე არსებული გაუგებრობებით, ამიტომ, რა თქმა უნდა, უპირველესი სურვილი და ჩემი მონდომება ბოლო თვეების განმავლობაში არის ოპოზიციის ერთიანობის განმტკიცებასთან დაკავშირებული. ამიტომ, შეგნებულად არ ვმონაწილეობ იმ შიდა ოპოზიციურ დაპირისპირებებში, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არსებობს.

მე რადგან არ ვერთვები ამ საკითხში, არ გულისხმობს იმას, რომ პოზიცია არ მაქვს. ძალიან ბევრი ხისტი განცხადება კეთდება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის მიმართ, რომელიც არის საპატიმრო დაწესებულებაში, ზოგიერთი მათგანი არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი, პოლიტიკურ შეურაცხყოფასა და პოლიტიკურ კამათს სცდება. ბუნებრივია, ეს პრობლემები არსებობს, მაგრამ მე მაინც ვარ მოტივირებული, რომ ადრე, თუ გვიან, ეს უბედურება, რომელიც ოპოზიციის დაპირისპირებას გულისხმობს 14 წლის განმავლობაში, დასრულდება“, - განაცხადა სანიკიძემ.

რაც შეეხება საკითხს, აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციური ალიანსის“ დატოვებას, სანიკიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს რაიმე სახის დემარშის შეტანა ოპოზიციის ერთობაში.

„ეს საკითხი, ამ წუთის მდგომარეობით, გამოიყურება შემდეგნაირად - „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს რაიმე სახის დემარშის შეტანა ოპოზიციის ერთობაში, „ოპოზიციის ალიანსთან“ დაკავშირებით, მაგრამ მგონია, რომ გაფართოებულ ფორმატში ეს იქნება პოლიტსაბჭო, თუ ყრილობა შესაძლებელია ეს საკითხი ასე დადგეს. მე ჩემი პოზიცია გამოვხატე - ყოველთვის ვიყავი და დავრჩები ერთიანობის მომხრე, მაგრამ თუკი აღარ არსებობს იმის რესურსი, რომ აღმოიფხვრას ის დაძაბულობა, რომელიც არსებობს სხვა პარტიებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ახლა „ოპოზიციის ალიანსთან“ მიმართებაში - ამის აღმოფხვრა თუ აღარ არის შესაძლებელი, ბუნებრივია, რომ ის პოზიციას, რომელსაც ამ წუთას, პარტიის მხარდამჭერების უმრავლესობა იზიარებს და ითხოვს „ალიანსის“ დატოვებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გახდება შეუქცევადი პროცესი. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ შესაძლებელია კიდევ ერთი მცდელობა იყოს ამ პროცესის განმუხტვის“, - განაცხადა სანიკიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში