რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ევროატლანტიკური უსაფრთხოება ისტორიულ გარდამტეხ მომენტშია - ისეთი საფრთხეები, როგორიცაა ომი, კრიზისი, ტერორიზმი, უსაფრთხოების შესახებ ჩვენი გაგების გადახედვას მოითხოვს

ევროატლანტიკური უსაფრთხოება ისტორიულ გარდამტეხ მომენტშია. ისეთი საფრთხეები, როგორიცაა ომი, კრიზისი, ტერორიზმი და არარეგულარული მიგრაცია, განსაკუთრებით ჩვენი აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრების გასწვრივ, უსაფრთხოების შესახებ ჩვენი გაგების გადახედვას მოითხოვს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში, ნატო-ს საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ძველი მოდელები და დამკვიდრებული წარმოდგენები ერთმანეთის მიყოლებით იშლება, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა ჩაანაცვლებს მათ. ჩვენ გაურკვევლობის ეპოქაში ვიმყოფებით, სადაც სტაბილურობის ნაცვლად დაძაბულობა იზრდება, წესრიგის ნაცვლად - ქაოსი მყარდება, პროგნოზირებადობა სულ უფრო მცირდება, და ვერავინ წინასწარ ვერავინ განჭვრეტს, რას მოგვიტანს მომდევნო დილა“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ ამ გარემოში, მე ნატო-ს შეკავების შენარჩუნება და მოკავშირეებს შორის სოლიდარობის განმტკიცება კიდევ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა.

თურქეთის პრეზიდენტმა ალიანსის ანკარაში 7-8 ივლისს დაგეგმილ სამიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამიტი გამოცდილების გაზიარების უმაღლესი დონის პლატფორმა იქნება.

„ვხედავ, რომ ანკარის სამიტის მიმართ დიდი ინტერესია არა მხოლოდ მოკავშირეებში, არამედ მთელ მსოფლიოში. სამიტისგან ჩვენი მთავარი მოლოდინია, რომ შედეგები გააძლიერებს ალიანსის სოლიდარობასა და ერთიანობას. თუ გვსურს, დავძლიოთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები, უნდა მოვხსნათ დაბრკოლებები თავდაცვის ინდუსტრიის ვაჭრობაში, ამავდროულად უზრუნველვყოთ მოკავშირეებს შორის ტვირთის დაბალანსებული და სამართლიანი განაწილება“, - აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მნიშვნელობასა და გრძელვადიან მშვიდობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს წვლილის შეტანას პაკისტანთან და კატართან, ასევე სხვა მეგობარ და მოძმე ქვეყნებთან ერთად, რათა უზრუნველყოს, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ კონფლიქტის მდგრადი გადაწყვეტა გამოიწვიოს.

„ყურადღებით ვაკვირდებით თავდასხმებს, განსაკუთრებით ლიბანის წინააღმდეგ მიმართულ შეტევებს, რომლებიც მიზნად ისახავს იმ შეთანხმების ძირის გამოთხრას, რომელმაც ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოს ახალი ჰაერი მოუტანა“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, პალესტინის საკითხის გადაწყვეტა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებითაა შესაძლებელი.

„პალესტინის საკითხი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის სათავეშია. სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია ოკუპაციისა და ისრაელის მიერ მიწების უწყვეტი და მზარდი მიტაცების დასრულების გარეშე. ხანგრძლივი მშვიდობის კარიბჭე ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტაა. უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი, სუვერენული და ტერიტორიულად ინტეგრირებული პალესტინის სახელმწიფო“, - აღნიშნა ერდოღანმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს