ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი

ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ბილეთების ონლაინ შეძენა კიდევ უფრო მარტივი გახდა. TKT.GE-მ ქვეყნის სატრანსპორტო ბაზარზე ახალი სტანდარტი შექმნა და ერთ სივრცეში მოაქცია მატარებლის, ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსებისა და ტრანსფერების ბილეთები.

დღემდე საქართველოში არ არსებობდა ერთიანი სისტემა, სადაც მომხმარებელი შეძლებდა სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტის შეთავაზებების ერთდროულად მოძიებასა და შედარებას. საჭირო იყო რამდენიმე ვებგვერდზე შესვლა, სხვადასხვა განრიგის გადამოწმება და ცალკეული ბილეთების შეძენა.

TKT.GE-მ ეს პროცესი გაამარტივა და შექმნა სატრანსპორტო ჰაბი, რომელიც აერთიანებს ბაზარზე მოქმედ 10-ზე მეტ პროვაიდერს, მათ შორის საქართველოს რკინიგზას და ქვეყნის წამყვან ავტოსადგურებს. შედეგად, მომხმარებელს შეუძლია ერთ სივრცეში მოიძიოს და შეიძინოს სასურველი ბილეთი.

TKT.GE-ის სატრანსპორტო ჰაბი საქართველოს მიმართულებების სრულად ფარავს. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულების, განრიგისა და ფასების შესახებ. საიტის დახმარებით შესაძლებელია:

  • მატარებლის ბილეთების ონლაინ შეძენა;
  • ავტობუსის ბილეთების ონლაინ შეძენა;
  • სამარშრუტო ტაქსების განრიგის ნახვა;
  • ტრანსფერების მოძიება და შეძენა;
  • სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებისა და კომპანიების არჩევა.

ბილეთების შეძენა რამდენიმე წუთში, ერთიანი გადახდის სისტემის გამოყენებით ხდება.

TKT.GE განაგრძობს განვითარებას და გეგმავს როგორც ახალი ფუნქციონალის დამატებას, ისე პარტნიორი კომპანიების ქსელის გაფართოებას. ეს მომხმარებლებს მისცემს მეტ შესაძლებლობას, სწრაფად და კომფორტულად შეიძინონ ტრანსპორტის ბილეთები ონლაინ, დაგეგმონ მოგზაურობა და ისარგებლონ ერთიანი სატრანსპორტო ეკოსისტემით.

TKT.GE საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსტისტემის ,,თინეთის” ქოლგის ქვეშ შემავალი კომპანიაა. ,,თინეთი” 10 ციფრულ პლატფორმას, ასევე 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს და თვეში 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

(R)

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს