თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ძალადობა პარლამენტის დარბაზში ბევრჯერ გვინახავს - ადამიანი, რომელიც კოლეგაზე ძალადობს, უნდა მიეცეს პასუხისგებაში, დაუსჯელობით ხდება ძალადობის ნორმალიზება

ადამიანი, რომელიც ღიად, კამერების წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ძალადობს კოლეგაზე, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს პასუხისგებაში - ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ამგვარი ძალადობა ბევრ სხვა შემთხვევაშიც გვინახავს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დაუსჯელობით ხდება ძალადობის ნორმალიზება საზოგადოებაში.

„რთულია გახარიას რამეში დაეთანხმო. მიმაჩნია, რომ ის და ივანიშვილის რეჟიმი მონეტის ორი მხარეა და ერთმანეთისთვის სასარგებლო ფუნქციებს ასრულებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ელემენტარული ლოგიკა და სამართლიანობა მოითხოვს, რომ როდესაც მზია ამაღლობელს სილის გაწვნისთვის ციხეში მრავალი წლით ამყოფებ და უამრავ სხვა ადამიანს, ნებისმიერი საბაბით, ციხეში ამწყვდევ მრავალი წლით, ადამიანი, რომელიც ღიად, კამერების წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ძალადობს კოლეგაზე, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს პასუხისგებაში. თუმცა ალბათ, საზოგადოებას ახსოვს ის, რომ ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ამგვარი ძალადობა ბევრ სხვა შემთხვევაშიც გვინახავს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მათ შორის არა მხოლოდ კაცი კაცის წინააღმდეგ, არამედ კაცი ქალის წინააღმდეგ. სწორედ ასეთ მოქმედებებით და დაუსჯელობით ხდება ძალადობის ნორმალიზება საზოგადოებაში და დაუსჯელობის სინდრომის დანერგვა, რასაც შემდეგ მოაქვს ძალიან სერიოზული განგრძობადი პრობლემები საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, 26 ივნისს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

სიტყვიერი და შემდეგ უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას, სადაც მან ახსენა საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი და პრემიერის მისამართით განაცხადა: „მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში. როგორი პრემიერი არ ჰყოლია საქართველოს, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ ჰყოლია“.

სხდომათა დარბაზში დაპირისპირება ჯერ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ დეპუტატს, გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძის ჩხუბით დაიწყო. დაპირისპირებაში შემდეგ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ლაშა ტალახაძეც ჩაერთო, რომელმაც გიგა ფარულავას თავის არეში ხელი ჩაარტყა. ვითარების განმუხტვის მიზნით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ოპოზიციონერი დეპუტატების სხდომათა დარბაზიდან გაყვანა დაიწყეს, რა დროსაც გიგა ფარულავას არჩილ გორდულაძე დაუპირისპირდა. დაპირისპირებაში ასევე მონაწილეობდა გენო პეტრიაშვილი. ჩხუბში მონაწილე დეპუტატების დარბაზიდან გაყვანის შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი შარაშიძეს, ირაკლი კირცხალია და ლევან მაჭავარიანი დაუპირისპირდნენ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს