ელენე ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს - ჩემზე არ იდარდოთ, საერთოდ არ მადარდებს, რას გადაწყვეტენ

კარგად იცოდეთ, არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც მე რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს - ჩემზე არ იდარდოთ, საერთოდ არ მადარდებს რას გადაწყვეტენ , - ამ მიმართვას საპატიმრო დაწესებულებიდან “დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ავრცელებს.

ხოშტარია საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის ყველას და მხარდამჭერებს მიმართავს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, არ ინერვიულონ.

“პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა, გითხრათ ასეთი მხარდაჭერისთვის. მორიდებულადაც კი ვგრძნობ თავს - რაღაცნაირად მრცხვენია, რომ ასე შეწუხდით. დღეს სამინისტროსთან რომ იყო შეკრება, ქალბატონი ლანა ღოღობერიძე დავინახე. მთლად დავიწვი სირცხვილით. ძალიან მერიდება, რომ ადამიანები ელემენტარულ საკითხზე ასე წუხდებიან.

მინდა, გითხრათ და ყველამ ძალიან კარგად იცოდეთ, რომ არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც მე რომელიმე “ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს. ძალიან ძლიერად ვარ. აუტანელი არის არა ტკივილი - ამასაც ავიტან და უარესსაც ავიტან - აუტანელია ის, რომ ამ ქვეყანაში სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება და სიმართლე უბრალოდ აღარ ფასობს და ეს უნდა გამოვასწარით. მართლა ძალიან მძიმეა, როცა ყველაფერი გაუფასურებულია.

მეორე მხრიდან შეხედეთ, რის კეთება უწევთ, რომ სიტუაცია სათავისოდ შემოატრიალონ, მაგრამ არაფერი არ გამოსდით.

ჩემზე არ იდარდოთ საერთოდ არ მადარდებს, რას გადაწყვეტენ. ახლა ჩემი შვილები მოდიან და არც კი მოვუსმენ - რაც უნდა ის გადაწყვიტონ, აბსოლუტურად ვერაფერს ვერ დამაკლებენ“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო