თინა ბოკუჩავა - უნდა ვკონცენტრირდეთ და გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებშიც, ოპოზიციაშიც იმისთვის, რომ საერთო შეხების წერტილები მოვძებნოთ დიდი პრობლემებისა და გამოწვევების გადასალახად

ერთადერთი საზრუნავი მაქვს დღეს, არა როგორც პოლიტიკოსს, არამედ როგორც ქალს, დედას, რომ 4 შვილის დედა ელენე ხოშტარია, რომელსაც სამარტოო საკანში აწამებენ, გადაიყვანონ კლინიკაში და მიეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ადამიანი სამარტოო საკანშია და განგრძობადი ხასიათის ტკივილებს განიცდის, ყველა საერთაშორისო კონვენციის გათვალისწინებით კვალიფიცირდება როგორც წამების და არაადამიანური მოპყრობის ტოლფასი.

„დღეს აქ ერთადერთი მიზნით ვარ მოსული. ერთადერთი საზრუნავი მაქვს დღეს, არა როგორც პოლიტიკოსს, არამედ როგორც ქალს, დედას, რომ 4 შვილის დედა ელენე ხოშტარია, რომელსაც სამარტოო საკანში აწამებენ, იმის გამო, რომ მან საარჩევნო ბანერზე წარწერა გააკეთა, როგორც მინიმუმ, გადაიყვანონ კლინიკაში და მას მიეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

გარდა ამისა, ბოკუჩავას ჰკითხეს, დააყენებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას, რაზეც მან უპასუხა, რომ ახლა მისი ერთადერთი პრიორიტეტი პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მდგომარეობაა.

„კანდიდატურასთან დაკავშირებითაც ეს პასუხი მაქვს. დღეს მაქვს ერთადერთი პრიორიტეტი როგორც პოლიტიკოსს, როგორც ქალს, როგორც დედას, რომ 4 შვილის დედა არ იყოს წამების მსხვერპლი სამარტოო საკანში. სხვა საზრუნავი ამ კონკრეტულ მომენტში, მე ნამდვილად არ გამაჩნია,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას და პარტიის „ოპოზიციური ალიანსიდან“ შესაძლო გასვლის საკითხს - ბოკუჩავა ამბობს, რომ „არანაირ დემარშს „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს“.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ხალხის პრობლემებზე, დავიხსნათ პოლიტიკური პატიმრები, ჩვენი ქვეყანა და ჩვენს შვილს მივცეთ უკეთესი მომავალი. ამ დიდ საკითხებზე უნდა ვკონცენტრირდეთ და გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებშიც, ოპოზიციაშიც იმისთვის, რომ საერთო შეხების წერტილები მოვძებნოთ ამ დიდი პრობლემების და გამოწვევების გადასალახად,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შენობასთან ოპოზიციონერი პოლიტიკისები და ელენე ხოშტარიას მხარდამჭერები იმყოფებიან.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში