გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივნისს 11:30-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტის სოფლებში - არაგვისპირში, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, ჟინვალი, ფასანაური, დავათი, ლაფანაანთკარი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლამოვანი, ციხევდავი, მჭადიჯვარი, ჭილურტი და მიმდებარე სოფლებში;

14:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, გიორგიწმინდაში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო