სტუ-ის რექტორმა თერთმეტ პროფესორს უნივერსიტეტის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს სტუ-ის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომები გადასცა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის პროფესორებს - მერაბ ახობაძეს და გია სურგულაძეს სტუ-ის ოქროს მედლები, ხოლო პროფესორებს - რევაზ კაკუბავას, ზურაბ ბოსიკაშვილს, შოთა ზაზაშვილს, ომარ შამანაძეს, ნოდარ აბელაშვილს, ბესარიონ შანშიაშვილს, მზია ცირეკიძეს, მანანა ჩიხრაძესა და სიმონ ხოშტარიას სტუ-ის საპატიო დიპლომები აკადემიური საბჭოს სხდომაზე გადაეცათ.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, დაჯილდოებული პროფესორები წლების განმავლობაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ემსახურებიან უნივერსიტეტს. მისი თქმით, ამ ადამიანებმა აღზარდეს მრავალი ღირსეული თაობა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წარმატებაში.

„რეალობაა რომ ინფორმატიკა ეკონომიკის, განათლების, მრეწველობისა და სახელმწიფო მართვის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. სწორედ ამ სფეროში შექმნილი ცოდნა და ინოვაციები განსაზღვრავს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, ტექნოლოგიურ სუვერენიტეტს და მომავალ განვითარებას.

ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების წვლილი ამ პროცესში განსაკუთრებულია. ისინი ქმნიან ცოდნას, ავითარებენ სამეცნიერო სკოლებს, ასწავლიან სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიურ აზროვნებას და მათ აძლევენ შესაძლებლობას იყვნენ კონკურენტუნარიანები როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სივრცეში. გულწრფელ მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის, თავდადებისთვის და იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც უნივერსიტეტის სახელის გაძლიერებას უკავშირდება.

გილოცავთ ამ დამსახურებულ ჯილდოებს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ახალ წარმატებებსა და კიდევ უფრო დიდ სამეცნიერო მიღწევებს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული ჯილდო - „ოქროს მედალი”, ქართველი და უცხოელი მეცნიერებს გადაეცემა უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. დაჯილდოებულ პირს, ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გადასცემს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში