Reuters - აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა, სარჩელის განხილვაზე, რომლითაც დონალდ ტრამპი სექსუალური ძალადობის საქმეზე განაჩენის გაუქმებას ითხოვდა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ სექსუალური ძალადობის საქმეზე დონალდ ტრამპის აპელაციის განხილვაზე უარი თქვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა განეხილა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სარჩელი, რომლითაც ის სექსუალური ძალადობის საქმეზე მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას ითხოვდა.

საუბარია 2023 წელს გამოტანილი განაჩენის შესახებ, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპმა მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლზე 1996 წელს სექსუალურად იძალადა.

ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპს კომპენსაციის სახით 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო