კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ირაკლი კობახიძეს - გამორჩეული ლიდერობისა და ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად, გადმოგცემთ „მეგობრობის" პირველი ხარისხის ორდენს

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საპატიო ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებაზე.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობის, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ყოველივე ეს ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანოთ. დღეს ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, რომლის საფუძველზეც ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. ეს მართლაც ისტორიული მომენტია და დიდწილად სწორედ თქვენი აქტიური ლიდერობისა და პირადი ძალისხმევის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს.

ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გულწრფელ მადლობას გადაგიხდით ვიზიტისთვის, დათმობილი დროისა და ჩვენი ხალხების კიდევ უფრო დაახლოებისადმი გულწრფელი ერთგულებისთვის. ბატონო კობახიძე, გამორჩეული ლიდერობისა და ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად, გადავწყვიტე გადმოგცეთ „მეგობრობის" პირველი ხარისხის ორდენი. ეს ჯილდო ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა. დაე, ეს მაღალი სახელმწიფო ჯილდო იყოს ყაზახეთის ხალხის ღრმა პატივისცემის გამოხატულება ქართველი ხალხისადმი და თქვენდამი ჩემი პირადი დაფასების ნიშანი, ბატონო პრემიერ-მინისტრო", - აღნიშნა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს