ლევან ხაბეიშვილი „ოპოზიციის ალიანსზე“ - მნიშვნელობა არ აქვს, „შევალთ“ თუ „გამოვალთ“ - მნიშვნელოვანია დღის წესრიგის შექმნა, შეტევა და მოქმედება, ვისაც ჭაობში დარჩენა უნდა, თავად გაემიჯნება საქმეს და გააგრძელებს „ყიყინს”

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსში დარჩენა-გამოსვლის თემაზე მიმდინარე დისკუსიას "უაზროდ" მიიჩნევს და პარტიას კონკრეტული დღის წესრიგის შექმნისა და აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს.

ხაბეიშვილის განცხადებით, დროის გამოგონილ დილემებზე კარგვის ნაცვლად, მთავარი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეტევა და საქმის კეთებაა.

ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „მნიშვნელოვანია დღის წესრიგის შექმნა, შეტევა და მოქმედება, ვისაც ჭაობში დარჩენა უნდა, ის თავად გაემიჯნება საქმეს და გააგრძელებს „ყიყინს”.

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას თუ გამოსვლას ეხება:

მნიშვნელობა არ აქვს, „შევალთ“ თუ „გამოვალთ“. მნიშვნელობა აქვს იმას, რა დღის წესრიგს ვქმნით. მთავარია, რას ვაკეთებთ, ვქმნით თუ არა დღის წესრიგს და ვუტევთ თუ არა ივანიშვილს. თუ დღის წესრიგს შევქმნით, მერე სხვები თავად გადაწყვეტენ, არიან თუ არა ამ საქმეში.

ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ეს „შედი-გადი“ ამბავი. თუ სადმე მივდივართ და ვმოძრაობთ, სხვებმა თავად გადაწყვიტონ, გამოგვყვებიან თუ არა. „შედი-გადი“ ნიშნავს ადგილზე ბუქსაობას, დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვას.

შევუდგეთ საქმეს, შევქმნათ დღის წესრიგი და ეს უაზრო დისკუსიაც დასრულდება.

ბავშვურად გამოიყურება, რომ ალიანსი სამი თვის წინ შეიქმნა, ხოლო უკვე ოთხი თვეა გაუგებარი დისკუსია მიმდინარეობს - შევიდეთ, გამოვიდეთ თუ საერთოდ რა ვქნათ. ეს იმიტომ გვჭირს, რომ არავინ ვიცით, რას ვაკეთებთ.

აბა, საქმეს მივხედოთ და თუ ამის შემდეგაც დადგება ეს საკითხი, მაშინ ვიმსჯელოთ. ამიტომაც მნიშვნელოვანია დღის წესრიგის შექმნა, შეტევა და მოქმედება. მერე ნახავთ, როგორი ალიანსი ჩამოყალიბდება გარშემო - უფრო ფართო, ძლიერი და ქმედითი.

ვისაც ჭაობში დარჩენა უნდა, ის თავად გაემიჯნება საქმეს და გააგრძელებს „ყიყინს“…

რეალურად, დრო ცოტა გვაქვს და მასაც გამოგონილ დილემებზე ვკარგავთ. საქმეს მივხედოთ. საქმეს”, - წერს ხაბეიშვილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში