პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი - თანახმა ვართ მსჯავრდადებული ელენე ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანაზე თანხმობა განაცხადა.

შესაბამისი განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ექიმებთან - მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრა დასრულდა.

როგორც პატარიძემ განმარტა, შეთანხმდნენ, რომ ელენე ხოშტარიას დაახლოებით ორ დღეში კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანენ, სადაც იგი დამატებით კვლევებს ექიმების, მაკა იოსელიანის და ანი ქავთარაძის მეთვალყურეობით გაივლის.

„სპეკულაციები, რომელიც ამ დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, გრძელდებოდა და ბრიფინგებით იყო საუბარი, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს თითოეულ მსჯავრდადებულზე აისახება უარყოფითად. რაც ჩვენ მოვითხოვეთ სპეციალიზებულ ექიმთან შეხვედრა, გახსოვთ ჩემი განცხადება, რომ მოხარულები ვიქნებით თუ გადავალთ ჯანსაღ კომუნიკაციაზე, შესაბამისად, დინამიკაში ავსახავთ პროცესებს, ამის შემდეგ გასულია ორი დღე და პრაქტიკულად მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც პირველ რიგში, არის მსჯავრდადებულ ელენე ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ასევე აღვნიშნავდით, რომ დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ეჭვი ჰქონდათ კონკრეტულ დაავადებაზე. ჩვენ განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები იქნება ჩატარებული კონკრეტულად ამ დაავადების მიმართულებით, საბედნიეროდ ეს დაავადება ელენე ხოშტარიას არ დაუფიქსირდა. მერწმუნეთ, რომ არაერთგზის ჩატარდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჩვენ თანახმა, ვართ მსჯავრდადებული ელენე ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. სამოქალაქო სექტორის კლინიკა - „ვივამედი“ , რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს გააჩნია ხელშეკრულება და შესაბამისად, კლინიკა „ვივამედში“ მსჯავრდადებულის ინტერესების გამომხატველი სამედიცინო მიმართულებით ექიმების მაკას და ანას მეთვალყურეობით ელენე ხოშტარია გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს. ჩვენ შევთანხმდით, დაახლოებით ორ დღეში მოხდება მსჯავრდადებულის გადაყვანა სამოქალაქოს სექტორის კლინიკა „ვივამედში“,- განაცხადა პატარიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო