რუსუდან თევზაძე - აუცილებელია საუბარი, დიალოგი ყველასთან, ვისაც სახელმწიფოებრივი ხედვა აქვს, არსებობს გარკვეული წითელი ხაზებიც - ჩვენთვის მთავარია ოქროს შუალედი, დაბალანსებული პოლიტიკა

პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველოს” წევრის, რუსუდან თევზაძის განცხადებით, პარტიის შექმნის მიზანია საქართველოში ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც კონსტიტუციაზე, კანონის უზენაესობასა და მოქალაქეთა კეთილდღეობაზე იქნება დაფუძნებული.

თევზაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ახალი პოლიტიკური ძალის მთავარ ხედვებზე და მიზნებზე ისაუბრა.

მისივე განმარტებით, პოლიტიკა არ უნდა იყოს ვიწრო ჯგუფების ინტერესებზე მორგებული, არამედ უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ყველა წევრის ინტერესებს.

„ასეთი სახელმწიფო რომ არ გვინდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. ეს არის სამშობლოს სიყვარულით გადადგმული ნაბიჯი, იმისათვის, რომ სურვილი გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის მოაზროვნე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში. მოაზროვნე სახელმწიფო ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მთავარი დოკუმენტი აუცილებლად იქნება კონსტიტუცია. კონსტიტუციის მიღმა არაფერია. პოლიტიკა არ უნდა იყოს ჩაკეტილ წრეში, პრივატიზებული წარმონაქმნი.

ჩვენთვის მთავარია ოქროს შუალედი, დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში, უზრუნველყოფს მოქალაქის კეთილდღეობას ყველა მიმართულებით: სასამართლოს, ეკონომიკის, განათლების და ა.შ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დასავლური კურსის აღდგენა.

ჩვენი მთავარი იდეოლოგია არის ხალხზე მორგებული და სამოქალაქო ნაციონალიზმი, რადგან ჩვენ ვართ ყველასთვის. არ არსებობს ჩვენები, ესენი, ისინი“,- განაცხადა რუსუდან თევზაძემ.

კითხვაზე, ის, რომ პარტიის თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ყოფილი ადვოკატი იყო რა გავლენას იქონიებს პარტიაზე, თევზაძემ აღნიშნა, რომ ადამიანის პროფესიული წარსული არ უნდა გახდეს პოლიტიკაში მონაწილეობის შეზღუდვის საფუძველი.

მისი შეფასებით, ადვოკატობა არ წარმოადგენს ისეთ არგუმენტს, რომელიც პარტიის საქმიანობას ან მის პოლიტიკურ ხედვებს ეჭვქვეშ დააყენებს.

„ყველას ჩვენ, ჩვენი წარსული გვაქვს. ისინი, ვინც ამაზე საუბრობენ, ვისაც ეს მოაქვს ინდულგენციად, რომ ჩვენ ამიტომ არ უნდა ვიყოთ პოლიტიკაში ან ბატონი ვიქტორი არ უნდა მოსულიყო პოლიტიკაში, ან არ უნდა გასჩენოდა ამის სურვილი - ეს არის სრულიად მიუღებელი. ვიდრე პარტია დაეფუძნებოდა, ჩვენ ვოპერირებდით პოლიტიკურ ველზეც და მედიაში, ასეთ შეფასებას ვერ ვიხსენებ, შეიძლება იყო მცირედ, მაგრამ ასე ფართოდ არ ყოფილა. როგორც კი ეს შედგა გუშინ, წამოვიდა როგორც სათაური, პირველ ხაზზე გამოვიდა ადვოკატი. არგუმენტი რომ ადვოკატია, ეს არის არგუმენტი? ჩემზეც ითქვა რაღაცები, გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, მერე რა? თუ სამოქალაქო აქტიურმა პირმა რამე დავწერე, ერთადერთი რაკურსით დავწერდი და მომავალშიც დავწერ“,- განაცხადა რუსუდან თევზაძემ.

არჩევნებთან დაკავშირებით თევზაძემ განაცხადა, რომ პარტია რევოლუციურ გზას არ ემხრობა და ხელისუფლებაში მოსვლას მხოლოდ დემოკრატიული, არჩევნების გზით გეგმავს.

„ჩვენ ცალსახად არანაირი რევოლუციური გუნდი არ ვართ. დასავლურ ღირებულებებთან ვალიდური უნდა იყოს ყველაფერი, შესაბამისად, დასავლური ღირებულება არის არჩევნების გზით პოლიტიკურ ველზე თავის დამკვიდრება. რა თქმა უნდა, იმ რეალობით, რაც არის დღეს პოლიტიკურ ველზე, ეს რთული იქნება. ცხადია, რთული იქნება ასე დამოუკიდებლად. დღეს, ამ მომენტსა და სივრცეში დავაფუძნეთ პარტია, რომ გვსურს თავად ვცადოთ ბედით ამ ფორმაციით. ჯერ ვცდით, არაფერი არ არის გამორიცხული. ჩვენი დამოკიდებულება ფართო სურათში არის ის, რომ აუცილებელია საუბარი, დიალოგი ყველასთან, ვისაც სახელმწიფოებრივი ხედვა აქვს. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული წითელი ხაზებიც“,- განაცხადა თევზაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში