ელენე ხოშტარიას ექიმი - „ვივამედში“ ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა - თანხმობა მოგვცეს, რომ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანის მხრივაც შეზღუდული არ ვიქნებით

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ექიმის, მაკა იოსელიანის განცხადებით, ელენე ხოშტარიას “ვივამედის” კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც ჩატარდება ყველა იმ სპეციალისტის კონსულტაცია, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან.

როგორც მაკა იოსელიანმა აღნიშნა, მკურნალობა დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდება სრული კვლევა.

ექიმი არ გამორიცხავს, რომ მკურნალობის პროცესში მოხდეს უცხოელი სპეციალისტების ჩართვაც.

“მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, პაციენტი ელენე ხოშტარია გადაყვანილი იქნება “ვივამედში”. ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა, ჩატარდება ყველა იმ სპეციალისტის კონსულტაცია, რომელსაც ჩავთვლით საჭიროდ და მხოლოდ და მხოლოდ იმის შემდეგ, როცა საბოლოოდ გამოირიცხება ინფექცია, დაისმება დიაგნოზი, საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყება მკურნალობა. მომცეს თანხმობა, თუკი გადაწყვეტილება მიიღება ექიმების მიერ, დაწყებული იქნას ბიოლოგიური დაავადების მამოდიფიცირებელი პრეპარატები, ოღონდ ეს გაკეთდება მხოლოდ სრული კვლევის შემდეგ, ეს თერაპიაც დაიწყება “ვივამედის” კედლებში, ჩატარდება რამდენიმე ინექცია და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება პაციენტის გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თანხმობა მოგვცეს, რომ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანის მხრივაც შეზღუდული არ ვიქნებით არავითარ შემთხვევაში”, - განაცხადა მაკა იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში