ცოტნე ივანიშვილი - კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებულ აზრთა გაცვლის დიდი ნაკლებობა არსებობდა საქართველოში და მიხარია, ნელ-ნელა ამ მიმართულებით რომ მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიცაა

ყოველთვის ვიყავი მეტი დიალოგის მომხრე და აქედან გამომდინარე, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ფორმატს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა, რომელიც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო.

ცოტნე ივანიშვილი ამ ფაქტს დადებითად აფასებს, ვინაიდან, მისი თქმით, საქართველოში დიალოგის და განსხვავებული აზრების გაცვლის ნაკლებობა არსებობდა, კონფერენციების ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრის ხარჯზე კი, ამ მიმართულებით პროგრესი შეინიშნება.

როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდული ორგანიზაცია, ახალგაზრდებთან დიალოგის გაგრძელებას აპირებს.

"დასკვნითი ღონისძიება იყო, მაგრამ ვესაუბრე ბორდის წარმომადგენლებს და არ ვიცი ზუსტად როგორი ფორმატით, მაგრამ აპირებენ, რომ ზოგადად დიალოგი განაგრძონ ახალგაზრდებთან. მე პირადად ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ძალიან დიდი ნაკლებობა არსებობდა კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებულ აზრთა გაცვლის საქართველოში და ნელ-ნელა ამ მიმართულებით რომ მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც უკვე არის ამ შეხვედრების ხარჯზე, ძალიან მიხარია. დიდი იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში კარგად მოახერხებენ იმას, რომ ეს ფორმატი განაგრძონ, გააუმჯობესონ და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებითაც თუ წამოვა ინიციატივები, რომ მეტი დიალოგი დაინერგოს, ძალიან კარგი იქნება", - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო