ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე - გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას?

ცხადია, რომ ეს [პარლამენტში დაპირისპირება] პირველ რიგში, ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ზოგადად საქართველოსთვის, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს, გული დაწყდებოდა მომხდარზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა პარლამენტში რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე მედიის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, ცოტნე ივანიშვილი პასუხისმგებლობას ოპოზიციური პარტიის, კერძოდ, გიორგი გახარიას გუნდის წევრებს აკისრებს.

მისი შეფასებით, დაპირისპირება სწორედ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატების მხრიდან დაწყებული ვერბალური და ფიზიკური პროვოკაციის შედეგი იყო. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტში მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფაც ისმოდა და სწორედ ამან გამოიწვია ვითარების გამწვავება.

„მეც, რა თქმა უნდა, გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე პირადად სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას? რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, რაში სჭირდებოდათ ვერბალური თუ ფიზიკური ძალადობის დაწყება? პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან. ხელი როგორ მოხვდა, რა სიძლიერით ამის გაზომვა, როგორ უნდა დავიწყოთ? ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წევრებიდან.

კადრები თუ ნახეთ, ნახავდით, რომ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული.

თუ გადახედავთ ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც საკმაოდ ხშირია მსგავსი სტილის კონფლიქტები პარლამენტში, რაც აგრეთვე ძალიან უშნოა. ამას არ მოჰყვება გამოძიება. არ ვამბობ, რომ ჩვეულებრივი ამბავია, ვთქვი, რომ ძალიან სამწუხაროა. იმ ქვეყნებში ამას არ მოჰყვება გამოძიება. საქართველოსთან დაკავშირებით არ მითქვამს“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

გამოძიების აუცილებლობასთან დაკავშირებით ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება „სასაცილოდ“ მიაჩნია, რადგან, მისი შეფასებით, მსგავსი დაპირისპირებები სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში საკმაოდ ხშირია.

„გამოძიებაზე ყურადღების გამახვილება ცოტა სასაცილოა. იმ ფონზე, რომ სამწუხაროდ ასეთი რამ ძალიან ხშირია“,- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ასევე, ცოტნე ივანიშვილმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეაქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქართველისთვის, ისევე, როგორც მამამისისთვის, არასასიამოვნო და სამწუხარო იყო. შესაბამისად, ცოტნე ივანიშვილის თქმით, პირადადაც "აუცილებლად დაინტერესდებოდა, რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია".

„შეუძლებელია ათასნაირი აზრი ჰქონდეს ადამიანს. ჩემი აზრით, ნებისმიერი ქართველისთვის ეს ყველაფერი იყო არასასიამოვნო და საწუხარო, ისევე, როგორც მამაჩემისთვის. მისი რეაქცია თუ გაინტერესებთ, ნებისმიერი ქართველის რეაქციას უტოლდება ჩემი გადმოსახედიდან. როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ისე მისთვისაც ეს კადრები სამწუხარო დასანახი იყო. რა თქმა უნდა, პირადადაც აუცილებლად დაინტერესდებოდა იმით თუ რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, როგორც უკვე ვთქვი ვერბალური და ფიზიკური ძალადობა დაიწყეს გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა. ძალიან მძიმე შეურაცხყოფები მოისმინეს „ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენლებმა. მათაც გააჩნიათ თავიანთი ღირსება“, - უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში