ცოტნე ივანიშვილი - პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე პოლიტიკაში საქმიანობის არანაირი ინტერესი არ აქვს.

ივანიშვილის განმარტებით, მისი ძირითადი ინტერესები დაკავშირებულია ფილოსოფიასა და ხელოვნების ისტორიასთან. მან აღნიშნა, რომ აკადემიურ დონეზე სწორედ ამ მიმართულებებს იკვლევს. გარდა ამისა, თქვა, რომ დიდი ხანია აქტიურად ხატავს, თუმცა საკუთარი შემოქმედების გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

მისივე თქმით, ის მხარს უჭერს ახალგაზრდების სხვადასხვა ინიციატივას და მსგავს ღონისძიებებს ხშირად სტუმრის სტატუსით ესწრება, თუმცა ეს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას არ ნიშნავს.

„სხვათა შორის, ბევრჯერ დაისვა ეს საკითხი. საკმაოდ გადაჭრით ვიტყვი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის. არასდროს მისაუბრია იმასთან დაკავშირებით რა მიმართულებით ვსწავლობ აკადემიურად იქნება თუ რას ვაკეთებ. ძალიან დიდი ხანია არ ვასაჯაროებ, მაგრამ ძალიან ბევრს ვხატავ. აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიასა და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ, ეს არის ორი სფერო, რაც მაინტერესებს, ამის იქით ვგულშემატკივრობ მსგავსი ტიპის ინიციატივებს ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან. სტუმრის სტატუსით ვესწრები ამ ტიპის შეხვედრებს. პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს. ვცდილობ ბევრი ვიშრომო, თუმცა ამ ეტაპზე არაფერს ვასაჯაროებ ეს იქნება ტექნიკურად თუ კონცეპტუალურად მინდა უკეთ განვავითარო", - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

გარდა ამისა, ცოტნე ივანიშვილმა უპასუხა ევროკავშირთან დაკავშირებულ კითხვასაც და განაცხადა, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზანი ევროკავშირში ინტეგრაცია უნდა იყოს, თუმცა, მისი შეფასებით, ეს პროცესი ქვეყნის ეროვნული იდენტობისა და ტრადიციების დაცვით უნდა წარიმართოს.

„რა თქმა უნდა, საქართველო ევროკავშირისკენ უნდა ისწრაფოდეს, იმ ღირებულებებისკენ, რაც ევროპის დეფინიციას მივაბათ, რომელიც არის ქრისტიანული მორალი, ადამიანის უფლებები და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას უნდა აკეთებდეს ქართული ადათ-წესების, ტრადიციების და ღირსების შენარჩუნებით და არა მის ხარჯზე“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო