საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან აქცია ლოზუნგით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” იმართება

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, - ამ ლოზუნგით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ტრადიციული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები, ბოლო პერიოდში სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურნენ. მათი თქმით, სასამართლო მოქალაქეებს უსამართლოდ აჯარიმებს.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გამოფინეს.

შეკრებილები ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და სხვადასხვა საპროტესტო აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, საჯარო სამსახურებიდან ათავისუფლებენ პროევროპული განწყობის მოქალაქეებს.

ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „რუსეთის დასუსტება, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შესუსტებას ნიშნავს“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში