მაკა ბოჭორიშვილი - ყაზახეთი ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან ექნება სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებაში

ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიმდინარე ვიზიტი შეაფასა და საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ყაზახეთთან ურთიერთობები ბოლო პერიოდში დინამიურად ვითარდება. ჩვენს ურთიერთობებს აქვს საკმაოდ დიდი საფუძველი იმისათვის, რომ სტრატეგიულ დონეზე გადასულიყო საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ ყაზახეთი ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან ექნება გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება. ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არამხოლოდ ყაზახეთთან, არამედ, ზოგადად, ცენტრალური აზიის რეგიონთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებაში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა დამატებით შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

„ყაზახეთთან ჩვენ გვაქვს ძალიან დატვირთული დღის წესრიგი და მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ყაზახეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები და უფრო მეტი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგას ორივე ქვეყნის ურთიერთობებში, ორივე ქვეყნისთვის და ხალხისთვის", - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო