ანა დოლიძე - გახარიას გუნდის წევრებს პარლამენტში შესვლისას უნდა გაეთვალისწინებინათ, როცა ომში მიდიხარ, რა მოხდება - უმსგავსობაა, მაგრამ ამ სისტემისთვის ერთ-ერთი აგურის დამდებისგან მიკვირს ამ ვითარების შეცხადება

ეს ყველაფერი [პარლამენტში დაპირისპირება] რა თქმა უნდა, უმსგავსობაა, მაგრამ ამ სისტემისთვის ერთ-ერთი აგურის დამდებისგან მიკვირს ამ ვითარების შეცხადება, - ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში შედიოდნენ, უნდა სცოდნოდათ, რა მოხდებოდა პარლამენტში და რა მეთოდებს გამოიყენებდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები.

„რა თქმა უნდა, შევძრწუნდი ამის ნახვით, სულ ახლახან იყო გორის პოლიციის ფაქტი და ჩემი აზრით, ეს ერთი და იგივეა. ერთ შემთხვევაში ჩვენი თანამოქალაქე ჩაქოლეს და მეორე შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის წევრები. უმსგავსობა იყო ის, რაც ჩვენ ვნახეთ. როგორ შეიძლება ამ ხალხმა ვინმეს კანონის მიღებით რაიმე სტანდარტი დაუწესოს. შეიძლება ხვალ ეს მოძალადე ადამიანები შეიკრიბონ და გადაწყვიტონ, ჯარიმა აწიონ? მძღოლს, რომელმაც იყვირა, იმას შენიშვნა უნდა მისცენ? ხვდებით, როგორ აბსურდში ვართ და რამდენად ლეგიტიმაცია გამოცლილია მთლიანად სისტემა.

თუმცა, ვერ გამოვდგები გახარიას პარტიის დამცველად ორი მიზეზის გამო: ერთი, როდესაც ამ პარლამენტში შედიხარ, არ უნდა იყოს სიურპრიზი, რა მეთოდები აქვს „ქართულ ოცნებას“, რა მეთოდებით იბრძვის და რა მეთოდები დარჩა. როდესაც შევიდნენ პარლამენტში, მე მგონი, უნდა გაეთვალისწინებინათ, როცა ომში მიდიხარ, გასაგებია ამ ომში რა მოხდება. მეორე, გაგახსენებთ, რომ 2020 წელს მე ვიყავი დიდუბე-ჩუღურეთში კანდიდატი და თავს დამესხნენ წერეთლის 105 ნომერში. განცხადებაც შევიტანეთ, ჩემს პატარა გუ ნდს თავს დაესხნენ, ჩვენ გაქცევა მოგვიწია,საფრთხის წინაშე დავდექით. ვინ იყო მაშინ პრემიერი? გიორგი გახარია. ეს პირველი ძალადობრივი გარჩევა არ იყო, მფრინავი დაჩი ბერაია რომ იყო, ეს სწორედ გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ხდებოდა. გიორგი გახარია ძალიან სერიოზულ თანამდებობაზე იყო და ყველა შესაძლებლობა არ გამოიყენა, რომ ეს დღეს არ მომხდარიყო“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო