საია - ჟურნალისტის მხრიდან მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში გაკეთებული განცხადების გამოძიების საგნად ქცევის პრაქტიკა ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ კანონმდებლობა გამოყენებულ იქნეს კრიტიკული ჟურნალისტიკის შესაზღუდად

ახალგაზრდა იურისტთან ასოციაცია გადაცემა „შაბათის ფორმულაში" გასული სიუჟეტის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება.

როგორც საიას განცხადებაშია აღნიშნული, ჟუნალისტის მხრიდან მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში გაკეთებული განცხადების გამოძიების საგნად ქცევის პრაქტიკა ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამოყენებულ იქნეს კრიტიკული ჟურნალისტიკის შესაზღუდად და არა მართლმსაჯულების ინტერესების დასაცავად.

საიას სრული განცხადება იხილეთ ბმულზე:

შეგახსენებთ, პროკურატურამ „ფორმულას“ მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვაზე გადაცემა „შაბათის ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი დაიბარა. ქაშიაშვილი დღეს გამოიკითხა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ 16 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულასთან” დაკავშირებით გოგა ხაინდრავას ადვოკატების მიმართვის საფუძველზე ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„2026 წლის 16 ივნისს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.

საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”, - განაცხადა პროკურატურამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში