მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ნატო და უკრაინა რუსეთის ავიაბაზებზე დარტყმების მიზნით იარაღის შესაქმნელად ემზადებიან

ნატო და უკრაინა რუსეთის ავიაბაზებზე დარტყმების მიზნით იარაღის შესაქმნელად ემზადებიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„თავისი გაუაზრებელი და აგრესიული ქმედებებით უკრაინა-ნატო-ს ალიანსი რუს სამხედროებს დამატებით საფუძველს აძლევს, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ ნებისმიერი იმ საწარმოს მიმართ, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იარაღის შემუშავებასა და წარმოებაშია ჩართული“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, „კიევის რეჟიმი აძლიერებს მცდელობებს, რომ მისი დიდი ხნის სურვილი რეალობად აქციოს და ნატო რუსეთთან პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრიოს“.

„საუბარია ისეთი შეიარაღების შექმნაზე, რომელიც განკუთვნილია რუსული აეროდრომებისა და ავიაბაზების განადგურებისა და მწყობრიდან გამოყვანისთვის, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის სიღრმეში“, - აღნიშნა ზახაროვამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო