ვოლოდიმირ ზელენსკი - სამართლიანად ვუპასუხებთ რუსეთის ყველა თავდასხმას - ვაბრუნებთ ომის რეალობას რუსეთში და მაქსიმალურად ვართულებთ რუსეთის უნარს ომი გააჭიანუროს

უკრაინა გააგრძელებს თავდასხმებზე ისეთ რეაგირებას, რომელიც შეასუსტებს რუსეთის შესაძლებლობას, გააგრძელოს ომი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს, დნეპრის, ხერსონის, ხარკოვის, დონეცკისა და სუმის ოლქებში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში სამოქალაქო ობიექტებსა და ტრანსპორტზე ნადირობა მოაწყვეს, უპილოტო საფრენი აპარატებებით თავდასხმით. ამასთან, ზელენსკის თქმით, დნიპროს სამოქალაქო საწარმოზე თავდასხმა „სასტიკი და სრულიად უაზრო“ იყო.

„რუსეთი აგრძელებს ტერორისტულ ომს უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, სამართლიანად ვუპასუხებთ რუსეთის ყველა თავდასხმას და ამას გავაკეთებთ ისე, რომ პირველ რიგში დაზარალდეს რუსული სახელმწიფო სისტემა და რუსეთის უნარი გააჭიანუროს ომი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთში ბენზინის დეფიციტი ომის და უკრაინის მიერ განხორციელებული შორი მანძილის საჰაერო დარტყმების ერთ-ერთი შედეგია.

„ჩვენ ვაბრუნებთ ომის რეალობას რუსეთში და მაქსიმალურად ვართულებთ ჩვენი მიწის ოკუპაციის გაგრძელებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო