ირანის საგარეო მინისტრის მოადგილე - ჰორმუზის სრუტის განაღმვით სამუშაოებს მხოლოდ ირანი განახორციელებს

თეირანსა და ვაშინგტონს შორის ისლამაბადში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ჰორმუზის სრუტის განაღმვა მხოლოდ ირანმა უნდა განახორციელოს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ამ თემაზე გაკეთებული კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, - ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.

„სიტუაცია მგრძნობიარე და რთულია, საფრანგეთს ვურჩევთ, რომ პროვოკაციებით ის კიდევ უფრო არ გაართულოს“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ემანუელ მაკრონმა ომანის სულთანთან საფრანგეთში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ გადაწყვიტა პარტნიორებთან ერთად ითანამშრომლოს სრუტის ნაღმებისგან გაწმენდის საკითხში, რათა უზრუნველყოს საზღვაო მარშრუტები და თავისუფალი და უპირობო მოძრაობა ჰორმუზის სრუტეში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო