მონაკოში საცხოვრებელ შენობაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის უკრაინელი ბიზნესმენი, დაშავდა

მონაკოში საცხოვრებელ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა, თავდამსხმელი საფრანგეთში გაიქცა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემა ფრანგულ და უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაშავებულები უკრაინელი მაგნატი ვადიმ ერმოლაევი და მისი ოჯახის წევრები არიან.

მონაკოს ლიდერმა პრინცმა ალბერტ II-მ თავდასხმას „საზიზღარი აქტი“ უწოდა და განაცხადა, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყნის ყველა სამსახური მობილიზებულია.

მონაკოს მთავრობის მაღალჩინოსანმა, სახელმწიფო მინისტრმა კრისტოფ მირმანდმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საფრანგეთისა და მონაკოს ხელისუფლება თავდამსხმელს ეძებს, რომლის მოტივიც გამოძიების პროცესშია.

მისივე განცხადებით, აფეთქება საფრანგეთის საზღვართან ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან მოხდა, რის შედეგადაც ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი დაშავდა, რომლებიც საფრანგეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ეჭვმიტანილმა საფრანგეთის საზღვარი ფეხით გადაკვეთა. საფრანგეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფრანგი სამართალდამცავები ეჭვმიტანილს ეძებენ და მხარს უჭერენ გამოძიებას.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული ცნობილი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი და მისი მეუღლე კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს უკრაინამ ერმოლაევს 10 წლით პერსონალური სანქციები დაუწესა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შეზღუდვების საფუძველი იყო მისი ბიზნეს საქმიანობა ოკუპირებულ ყირიმში, სადაც კომპანიები გადასახადებს რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში იხდიდნენ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს