ირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის

რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად „აგენტურის შიგნით არის კონკურენცია, ისინი ცდილობენ უფრო მეტად მოაწონონ საკუთარი თავი პატრონებს, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გარშემოც წარიმართება ეს დაპირისპირება“.

„ჩვენთვის საინტერესოა ქვეყნის განვითარება, ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებული ამაზე. რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ უპასუხა კითხვას სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „წლების განმავლობაში უცხოური დაფინანსებით თავს გვახვევდნენ სიძულვილსა და აგრესიას და ეს უნდა დასრულდეს“.

„ეს პროცესი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობები არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს საზოგადოებაში.

თქვენ იცით, რომ წლების მანძილზე, პირველ რიგში, უცხოური დაფინანსებით თავს გვახვევდნენ სიძულვილსა და აგრესიას და ეს უნდა დასრულდეს. ეს ქართული კულტურისთვის არის მიუღებელი მოვლენა, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხელოვნურად თავს მოხვეული სიძულვილი და აგრესია ჩვენს ქვეყანაში დასრულდეს.

ამ კუთხით, ამ სამმართველოს და მის მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და მომავალშიც მის საქმიანობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს