ირაკლი კობახიძე - ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის - ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს

ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ყაზახეთი საქართველოსთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორი.

„ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ვიზიტი. ისტორიული ვიზიტია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან. ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ გვაქვს ისედაც კარგი დინამიკა, გვაქვს შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები, გვაქვს მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა. ყაზახეთი ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორი. ზოგადად, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ რეგიონს, შუა აზიას და ამ რეგიონში ყაზახეთის როლი არის განსაკუთრებული. ეს არის ძალიან მზარდი ეკონომიკა, ყველაზე დიდი ეკონომიკაა რეგიონში, შესაბამისად, ჩვენთვის ყაზახეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ყაზახეთთან თანამშრომლობას ამ მიმართულებითაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, შესაბამისად, სრულიად ახალ დონეზე გადადის ჩვენი ურთიერთობები ყაზახეთის რესპუბლიკასთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო