ირაკლი კობახიძე - ძალიან მძიმე ვითარებაა აგენტურის შიგნით - ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად მეტყველებს ამაზე

ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ „ალიანსში დარჩენა-გამოსვლის თემაზე მიმდინარე დისკუსიას „უაზროდ" მიიჩნევს“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მძიმე ვითარებაა ჩამოყალიბებული აგენტურის შიგნით.

„ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში. ძალიან მძიმე ვითარებაა ჩამოყალიბებული აგენტურის შიგნით, ეს პროცესები, რასაც ჩვენ ვხედავთ, მეტყველებს ამაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნონისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსში დარჩენა-გამოსვლის თემაზე მიმდინარე დისკუსიას "უაზროდ" მიიჩნევს და პარტიას კონკრეტული დღის წესრიგის შექმნისა და აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს.

ხაბეიშვილის განცხადებით, დროის გამოგონილ დილემებზე კარგვის ნაცვლად, მთავარი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეტევა და საქმის კეთებაა.

ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „მნიშვნელოვანია დღის წესრიგის შექმნა, შეტევა და მოქმედება, ვისაც ჭაობში დარჩენა უნდა, ის თავად გაემიჯნება საქმეს და გააგრძელებს „ყიყინს”.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო