სუს-ის უფროსის მოადგილე, ლაშა მაღრაძე აშშ-ში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს დელეგაცია, მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაში, რომლის ფარგლებშიც გაეროს კონტრტერორისტული სტრატეგიის განახლებული ვერსია დამტკიცდება.

„ლაშა მაღრაძე, გაეროს კონტრტერორისტულ კვირეულის ფარგლებში, ნიუ-იორკში მიმდინარე მსოფლიო კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელი პირების კონფერენციაში მონაწილეობს, რომლის მთავარ თემას წარმოადგენს „ტერორიზმისგან თავისუფალი მომავალი: მრავალმხრივი მიდგომებისადმი გლობალური ერთგულების განმტკიცება წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობითა და ქმედებით“.

კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში, გაეროს შტაბ-ბინაში, გაიმართება პანელური დისკუსიები ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების, მათი გადაჭრის გზებისა და მრავალმხრივი ქსელების გამოყენებით კოორდინაციისა და კავშირების გაძლიერების შესახებ.

საქართველოს დელეგაცია, ასევე, მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაში, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდება გაეროს კონტრტერორისტული სტრატეგიის განახლებული ვერსია.

კონფერენციის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია პარალელური ღონისძიებები, სადაც მონაწილე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ტერორიზმისა და მისი დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების შესახებ იმსჯელებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო