Reuters - პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში კეიკო ფუხიმორი ლიდერობს

პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში კეიკო ფუხიმორი ლიდერობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პერუს ეროვნულმა საარჩევნო ორგანომ, ONPE-მ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების დათვლის პროცესი დაასრულა.

ბოლო მონაცემებით, არჩევნებში კონსერვატორმა კეიკო ფუხიმორიმ ხმების 50.135%, ხოლო მისმა მეტოქემ მემარცხენე რობერტო სანჩესმა 49.865% მოიპოვა.

ხმების 100%-ით დათვლას პერუ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტო ფუხიმორის ქალიშვილი, კეიკო ფუხიმორი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „პერუ წესრიგისა და იმედის გზაზე დაბრუნებას უახლოვდება“.

პერუს ეროვნული საარჩევნო ორგანო გამარჯვებულს ოფიციალურად 3 ივლისს გამოაცხადებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო