ბაჩო ახალაიას საქმე, რომელიც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას ეხება, „რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს“, დასკვნით ეტაპზეა - შესაძლოა, მოსამართლე დღეს სათათბიროდ გავიდეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმე, რომელიც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას ეხება, „რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს", დასკვნით ეტაპზეა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც, არ არის გამორიცხული, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდეს.

სასამართლო პროცესს არ ესწრება ბაჩო ახალაია.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას ბრალი სასამართლოზე ნათქვამი ფრაზისთვის: "მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს", წაუყენეს.

ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო