ირაკლი ზარქუა პეტერ ფიშერზე - Liebe Peter, auf wiedersehen! - მეტი რა უნდა ვთქვათ?! კარგად იყოს! ასე დაამთავრებს ყველა: პენსიაზე გავა, ვინც არასწორად მოიქცევა და წითელ ხაზებს გადაკვეთს

Liebe Peter, auf wiedersehen! - მეტი რა უნდა ვთქვათ?! კარგად იყოს! - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომლითაც ის ქართველ ხალხს ემშვიდობება.

ზარქუას თქმით, პეტერ ფიშერს შეეძლო, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აეყვანა, თუმცა ის აღმოჩნდა იმ წითელ ხაზებს მიღმა, სადაც დიპლომატები არ გადადიან.

“ფიშერმა ამოწურა თავისი მისია საქართველოში. სერიოზულად უნდა ითქვას, რომ მან ვერ გაართვა თავი დიპლომატიურ სამსახურს. მას შეეძლო, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აეყვანა, მათ შორის კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური, თუმცა ის აღმოჩნდა იმ წითელ ხაზებს მიღმა, სადაც არ გადადიან დიპლომატები. იმდენად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მისი მთავრობისთვისაც, იცით, რომ ის არაერთხელ ჰყავდა დაბარებული თავის მთავრობას, არაერთი შენიშვნა მისცეს. არც გაუგრძელეს, ისე დაამთავრებინეს კარიერა. ნუ, ვწუხვართ. რა უნდა ვთქვათ?! არაფერი! Liebe Peter, aufwiedersehen! მეტი რა უნდა ვთქვათ?! კარგად იყოს!

რაც შეეხება ახალ ელჩს, ვინც იქნება გერმანიიდან გამოგზავნილი - ჩვენ ერთ რამეს ვისურვებდით, ვინც ჩამოვა საქართველოში, გაითვალისწინოს ამ ქვეყნის ისტორია, კულტურა, ხალხის ინტერესები. მეტს არაფერს ვთხოვდით ბატონ ფიშერს, რომ გაეთვალისწინებინა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები. ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენს წინააღმდეგ ემოძრავა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და თავიანთ აგენტურულ ქსელს დახმარებოდა. ბუნებრივია, ამას არ გავუტარებდით და ამიტომაც ვამხილეთ არაერთხელ წითელი ხაზის გადაკვეთაში, ოპოზიციის მხარდაჭერაში, დაფინანსებაში. სასამართლოში იჯდა, ხალხო. აბა, სასამართლო პროცესის განხილვაზე გერმანიაში იჯდეს რომელიმე სხვა ქვეყნის ელჩი, რა კომენტარი ექნებოდა მათ ხელისუფლებას და ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობას?! აქ დაბალი ღობე ნახა. ასე დაამთავრებს ყველა - პენსიაზე გავა, ვინც არასწორად მოიქცევა და წითელ ხაზებს გადაკვეთს,” - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოში მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. ამის შესახებ ის X-ზე ქართულ ენაზე წერს და საქართველოს მოქალაქეებს ემშვიდობება. „ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen”,- წერს ფიშერი X-ზე. ამასთან, ის რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც დართული აქვს ინგლისელი მუსიკოსის, პიტერ გებრიელის მუსიკა „Won't Stand Down“ („უკან არ დავიხევთ").

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს