გურამ როგავა - საქმე შეკერეს, რომ ფორმალურად ყოფილიყო დამნაშავე გამოვლენილი, ჩემი ინფორმაციით, თავდამსხმელი სულ სხვა პირია, რომელიც გამოკითხვაზეც არ დაიბარეს - ეს კითხვებს მიჩენს, რომ ვიღაცამ თავის თავზე აიღო ის, რაც არ ჩაუდენია და რატომ?

უნდა ვნახო ის სპეცრაზმელი, რომელიც ჩემს საქმეზეა დაკავებული, მაგრამ მისი ფიზიკური აღწერილობა არ ემთხვევა იმ მონაცემებს, რაც ვიდეოში ჩანს,- ამის შესახებ ჟურნალისტმა, გურამ როგავამ მის მიმართ აქციაზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სპეცრაზმელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ის ადამიანი, რომელზეც ჟურნალისტური გამოძიების დროს იყო საუბარი და ვისზეც საგამოძიებო უწყებას მიაწოდეს ინფორმაცია, გამოკითხული არ არის.

„მოვედი, რადგან საკუთარი თვალით ვნახო აბსურდის თეატრში როლები ვინ და როგორ გადაინაწილა. უნდა ვნახო ის სპეცრაზმელი, რომელიც ჩემს საქმეზეა დაკავებული, მაგრამ მისი ფიზიკური აღწერილობა არ ემთხვევა იმ მონაცემებს, რაც ვიდეოში ჩანს. ამიტომ მინდა, პირადად ვნახო და ვიზუალური კონტაქტი დავამყარო.

მოვედი აქ ჯორჯ ორუელის ნაწარმოებით - „ცხოველების ფერმა", ბიძინა ივანიშვილის საყვარელი მწერალია და სურს, ამ პოლიტიკური მოდელით მართოს ქვეყანა. გონია, რომ ერთგული ძაღლები და ლეკვები ჰყავს სისტემაში, ინსტიტუტებში, მაგრამ ისეთი მონოლითური არ არის ეს სისტემა, როგორიც გარედან ჩანს. არ არის ასეთი ერთიანობა. ამას ადასტურებს ის გამოძიებაც [ჟურნალისტური გამოძიება], რომელიც დღეს „ფორმულას“ ეთერში გავა და ამ ინფორმაციის თანახმად მათ ჩემი საქმე შეკერეს, რომ ფორმალურად დამნაშავე ყოფილიყო გამოვლენილი და ის პირი, რომელიც „ფორმულას" [ჟურნალისტური] გამოძიების შედეგად იყო გამოვლენილი, არ გამოუკითხავთ.

პირველად უნდა ვნახო ბრალდებული. პირველად ვესწრები დღეს. რა შეგრძნება მაქვს? პირველ რიგში ჟურნალისტური ინტერესი, ვნახო ვინ არის, მისი აღნაგობა ემთხვევა თუ არა იმ პირს, რომელიც ვიდეოშია. ჩემი ინფორმაციით, თავდამსხმელი სულ სხვა პირია და ის პირი გამოკითხვაზეც არ დაიბარეს, მიუხედავად იმისა, რომ მე და ელისომ [ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი] გამოკითხვის დროს პროკურატურას მისი მონაცემები გავაცანით, ვუთხარით სახელი, გვარი, სახლის მისამართი და რომელ ქვედანაყოფში მსახურობდა, თვე ნახევარზე მეტი გავიდა და ეს პირი არც დაუბარებიათ, ეს კი კითხვებს მიჩენს, რომ ამ საქმის უკან რაღაც დიდი ხდება და ვიღაცამ თავის თავზე აიღო ის, რაც არ ჩაუდენია და რატომ?"- განაცხადა გურამ როგავამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული საქმიდან ლევან ხაბეიშვილის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს