ირაკლი ზარქუა - გამოძიება რომ დაიწყოს, არ მგონია, გახარიას პარტიისთვის სახარბიელო დასკვნებით დამთავრდეს ეს ამბავი - ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს არ მომხდარიყო, თორემ აქამდე მილიონჯერ გაილახებოდნენ

ვინმემ თუ გამოძიება დაიწყო, არა მგონია, სახარბიელო დასკვნებით დამთავრდეს ეს ამბავი, იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ იყო ამის ინიციატორი, ვინ წამოიწყო შეურაცხყოფა და მერე როგორ გაგრძელდა - გახარიას და მისი პარტიის ადგილას ცოტა დავფიქრდებოდი, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე პარტია “გახარია საქართველოსთვის” მხრიდან გამოძიების დაწყების მოთხოვნას.

უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება ლამაზი არ იყო, თუმცა ამაზე გამოძიების დაწყება საჭირო არაა.

ზარქუა აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნების პარლამენტებშიც არის ხოლმე “ცემა-ტყეპა და ემოციები”.

“გახარია პარტიის წარმომადგენლები იწევდნენ იმ პროვოკაციისკენ, რაც ვიხილეთ. ის, რაც მოხდა, ბუნებრივია, არ იყო მოსაწონი და ლამაზი, მაგრამ გახარიას და მისი პარტიის ადგილას ცოტა დავფიქრდებოდი. ნათლად ჩანს, ვინ როგორ წამოიწყო. ცუდია, მაგრამ ზოგადად, პარლამენტებში ეს ხდება. საქართველოს პარლამენტში კი არა, ევროპის პარლამენტებში, არაევროპის პარლამენტებშიც, უფრო განვითარებული სახელმწიფოების პარლამენტებშიც არის ეს ცემა-ტყეპა და ემოციები. კი ბატონო, ლამაზია?! არ არის! მისაღებია?! არ არის, მაგრამ როდესაც შენ შეურაცხყოფას გაყენებს ადამიანი, იქ ხდება შესაბამისად ის, რაც მოხდა. წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო ეს არაერთხელ. ვინმემ თუ აქ რაღაც გამოძიება დაიწყო, არა მგონია, სახარბიელო დასკვნებით და ანალიზით დამთავრდეს ეს ამბავი, იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ იყო ამის ინიციატორი, ვინ წამოიწყო შეურაცხყოფა და მერე როგორ გაგრძელდა. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს არ მომხდარიყო, თორემ აქამდე მილიონჯერ გაილახებოდნენ ესენი, მაგრამ ბოლოს მაინც ეს ქნეს. თან როდის?! როდესაც ვამთავრებდით. მანამდე ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა და ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებდით თავს, მაგრამ ბოლოს უკვე ზღვარს გადავიდნენ, შესაბამისად, მოხდა ის, რაც მოხდა. ბუნებრივია, არ იყო ლამაზი, მაგრამ ამაზე გამოძიება და სიგიჟეები არა მგონია საჭირო იყოს. [პარტიის აღმასრულებელ] მდივანს გადაეცით, რომ მშვიდად იყოს. ეს ემოციები აქ ადრეც ყოფილა, წინა მოწვევაშიც, იმის წინა მოწვევაშიც, ახლაც ხდება და თან თუ ძალიან უნდა, არა მგონია, მერე სახარბიელო დასკვნა მიიღოს. კიდევ ერთხელ კარგად ნახოს ის სიუჟეტი, რაც იმ დღეს მოხდა,” - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, პარტია "გახარია საქართველოსთვის" 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. პარტიის აღმასრულებელ მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, დანაშაული, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ჩაიდინეს, 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

“მოვითხოვთ, პარლამენტში მომხდარ დანაშაულზე სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას - ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა უსამართლოდ ჩაგრულის სახელით, რომელიც განსხვავებული აზრის გამო ან ციხეშია ან ძალადობის მსხვერპლია,” - განაცხადა სიჭინავამ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს