გაერო-ში ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

გაერო-ში ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.

„კონფლიქტები პრობლემებს არ წყვეტს. ჩვენ მხარეებს მოვუწოდებთ, რომ კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ. ასევე, მათ მოლაპარაკებების განახლებისკენ და ნამდვილი პოლიტიკური ნების დემონსტრირებისკენ მოვუწოდებთ, რათა ამ კონფლიქტის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრას და საბოლოო ცეცხლის შეწყვეტა მიღწეული იქნას“, - განაცხადა გაერო-ში ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, სუნ ლეიმ.

მისი თქმით, ჩინეთი ომის დასრულების მიზნით „უკრაინასთან და რუსეთთან აქტიურად იმუშავებს“.

„ჩინეთი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მიუკერძოებელ პოზიციას ინარჩუნებს. ჩვენ მზად ვართ ამ კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის მიზნით კონსტრუქციული როლი შევასრულოთ“, - აღნიშნა გაერო-ში ჩინეთის წარმომადგენელმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო