ზვიად მაისაშვილი მის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელებზე - არსაიდან გაჩნდნენ - ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რომ მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, უცებ, აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია - მე მათი სახეები არ მინახავს, ძირს ვეგდე და სახეზე ხელები მქონდა აფარებული

ძირს ვეგდე, სახეზე ხელები მქონდა აფარებული, ვეხვეწებოდი, ნუ მირტყამთ-მეთქი, მაგრამ მაინც აგრძელებდნენ ჩემს ცემას, მათი სახეები არ მინახავს, ამიტომ შეუძლებელია, ვიცოდე, რეალურად, ესენი არიან თუ არა, - ამის შესახებ დაზარალებულმა მომიტინგემ, ზვიად მაისაშვილმა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლებზე განაცხადა.

როგორც მაისაშვილი განმარტავს, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ორზე მეტი პირი მონაწილეობდა.

„არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ეს ადამიანები მართლა რეალურად ის ადამიანები არიან... უცებ, არსაიდან გაჩნდა ეს ორი ადამიანი. მხოლოდ ორი ადამიანი არ მონაწილეობდა, ვიდრე კადრების გადაღება დაიწყებოდა, მანამდე ერთი ადამიანი იყო, რომელმაც ძირს დამაგდო, შემდეგ გარშემო ყველა მხრიდან მირტყამდნენ, ყველა მხრიდან ვგრძნობდი დარტყმებს. ორი ადამიანი ჩანს მხოლოდ იმ მომენტში, როცა უკვე ძირს ვგდივარ, უკვე გათიშული ვარ, უკვე ნაცემი ვარ.

ეჭვი არსებობს, რადგან ხელისუფლება ამდენი ხანი გვიმტკიცებდა, რომ ამ ადამიანების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, უცებ, აღმოჩნდა, რომ იდენტიფიცირება შესაძლებელია. მათი სახის იდენტიფიცირება ჩემთვის შეუძლებელი იყო, ერთადერთი რაც დავინახე, იყო თვალები იმ ადამიანის, რომელმაც დამაგდო, დანარჩენი არ დამინახავს, ძირს ვეგდე, სახეზე ხელები მქონდა აფარებული, ვეხვეწებოდი, ნუ მირტყამთ-მეთქი, მაგრამ მაინც აგრძელებდნენ ჩემს ცემას, მათი სახეები არ მინახავს, ამიტომ შეუძლებელია, ვიცოდე, რეალურად, ესენი არიან თუ არა",- განაცხადა მაისაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ, გდდ-ს სამი თანამშრომლის წინასასამართლო სხდომა ჩატარდა. სამივე ბრალდებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, ერთს კი დამატებით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლასაც.

დღესვე, წინასასამართლო სხდომა ჩატარდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული, გდდ-ს ორი თანამშრომლის საქმეზეც. სხდომას არ დასწრებია დაზარალებული ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული საქმიდან ლევან ხაბეიშვილის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს