ნიდერლანდების თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტში რუსეთი ევროპის მთავარ საფრთხედ არის დასახელებული

­

ნიდერლანდების სამხედრო და თავდაცვის სექტორის მოდერნიზაციის გეგმაში ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ რუსეთი ევროპის მთავარ საფრთხედ დაასახელა, - ინფორმაციას უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გეგმა ითვალისწინებს სამხედრო პერსონალის რაოდენობის დაახლოებით 100 000-მდე გაზრდას 2030 წლისთვის, რეკრუტირების პროცესის გაფართოების, ასევე პერსონალისა და წვრთნების გაუმჯობესების გზით.

„მსოფლიო დიდი ხანია ასეთი სახიფათო არ ყოფილა. დაჩქარებული ტემპით მივიწევთ წინ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი შეიარაღებული ძალები, თავდაცვის ინდუსტრია და საზოგადოება“, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა დილან იეშილგოზ-ზეგერიუსმა.

ახალ სტრატეგიაში ასევე აღნიშნულია, რომ ნიდერლანდები გამოიყენებს უპილოტო სისტემებს „სადაც შესაძლებელია“.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო, თავდაცვის რესურსების სააგენტოსთან ერთად, დაახლოებით 3 მილიონ ევროს გამოყოფს მტრის უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლად განკუთვნილი დრონების შესაქმნელად.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო