შალვა პაპუაშვილი - ლანძღვა-გინება, უხამსობა, შეურაცხყოფა არის ის, რაც ხელს უშლის საღ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ დისკუსიას - მნიშვნელოვანია, გარედან აშენებული ბარიერი მოვიცილოთ და დავუბრუნდეთ დისკუსიის კულტურას

ლანძღვა-გინება, უხამსობა, ვერბალური თავდასხმა და შეურაცხყოფა არის ის, რაც ხელს უშლის საღ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ დისკუსიას. მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ გარედან აშენებული ბარიერი მოიცილოს და დაუბრუნდეს იმ დისკუსიის კულტურას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის, რომ საზოგადოება, პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავსმოხვეული სიძულვილი იქნას შემცირებული.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ საზოგადოება, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავსმოხვეული სიძულვილი იქნას შემცირებული. მიზანი არის, რომ საზოგადოებას ჰქონდეთ შესაძლებლობა იყოს საღი საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსიის მონაწილე. ლანძღვა-გინება, უხამსობა, ვერბალური თავდასხმა და შეურაცხყოფა არის ის, რაც ხელს უშლის საღ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ დისკუსიას, არის ბარიერი ამგვარი მსჯელობისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ გარედან აშენებული ბარიერი მოიცილოს და დაუბრუნდეს იმ დისკუსიის კულტურას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს. ჩვენ ვნახეთ, ვინ ეწინააღმდეგება ამ გზას - პირველები ესენი არიან უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და უცხოური პოლიტიკური აგენტურა საქართველოში, რომელიც დემონსტრაციულად ეწინააღმდეგება იმას, რომ ლანძღვა-გინება და უხამსობა არ იყოს საზოგადოებრივ დისკუსიაში. იმუქრებიან სარჩელებით და ა.შ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ ვინ იყო შემომტანი ამ უხამსი, ლანძღვა-გინებაზე დამკვიდრებული პოლიტიკური დისკუსიისა საქართველოში. ეს არის მთლიანად გარედან თავსმოხვეული და დაფინანსებული მიდგომები, რომლებიც აუცილებელია მოვიცილოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო