შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - მნიშვნელობა არ აქვს, აგენტურულ ჯგუფებს ახალ მობილურ ტელეფონს უყიდიან თუ აპლიკაციას დაუმონტაჟებენ, ამ ჯგუფების არსი არ იცვლება - აგენტურა არის აგენტურა

მნიშვნელობა არ აქვს, აგენტურულ ჯგუფებს ახალ მობილურ ტელეფონს უყიდიან თუ აპლიკაციას დაუმონტაჟებენ, ამ ჯგუფების არსი არ იცვლება. აგენტურა არის აგენტურა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ სტრუქტურულ გარდაქმნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ლუსტრაციის ის პროცესი, რომელიც ოპოზიციაში მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია.

„პრობლემა არის არა იმაში, რომ ცუდი ტელეფონი აქვთ ან აპლიკაცია არ უვარგათ და სხვა ასეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტები, არამედ პრობლემაა ფილოსოფიაში. როდესაც ემსახურები სხვას და არა საკუთარ ხალხს, არაფერი არ გამოვა ამ საქმიდან. ეს არის მთავარი, რისი ლუსტრაციაც მოხდა ბოლო პერიოდში მათი მხრიდან და ეს არის, რაც დაინახა ჩვენმა საზოგადოებამ.

ასე რომ, კი ბატონო, შეიძლება ჰქონდეთ ბევრი აპლიკაცია, სხვადასხვა კორპორაციული დიზაინის გადაკეთებით იყვნენ დაკავებული, მაგრამ მათ არსში არაფერი შეიცვლება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ლუსტრაციის ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის შიგნით არსებულ კონფლიქტზეც და აღნიშნა, რომ საზოგადოება ოპოზიციონერების მხრიდან ერთმანეთის მხილებას უნდა დააკვირდეს.

„ოპოზიციაში ბრძოლის მთავარი მოტივაციაა, თავის მოწონება დავალებების მიმცემისთვის. ეს არის კონფლიქტის მთავარი საფუძველი, რაც კი არსებობს დღეს ამ აგენტურულ ჯგუფებში. უნდა დავაკვირდეთ ერთმანეთის მხილებას, ერთმანეთის დაჭმას. ჩვენთვის მხოლოდ სასიამოვნო საყურებელია იმიტომ, რომ ყოველთვის ჩვენს ისტორიაში, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილების პროცესი მიდიოდა, ეს იყო მნიშვნელოვანი საწინდარი ქვეყნის გაძლიერების, ამიტომ ჩვენ ამას ვაკვირდებით დღეს ამ აგენტურულ ოპოზიციაში, რომ მათი ქსელების მთლიანი ლუსტრაცია ხდება, თუ როგორ მუშაობს გარედან პოლიტიკური თემების დაკვეთა ქვეყნის შიგნით ასარევად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო