თურქეთის თავდაცვის მინისტრი - აშშ ნატო-დან გასვლას არ გეგმავს

აშშ ნატო-დან გასვლას არ გეგმავს, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იასარ გიულერმა ანკარაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის წინ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ნატო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის კვლავ უპრეცედენტო და ფუნდამენტურ პლატფორმად რჩება. ჩვენ იმ პერიოდს, რომელსაც ახლა გავდივართ, ვაფასებთ არა როგორც კრიზისს, არამედ როგორც ცვალებად უსაფრთხოების გარემოსთან ადაპტაციის პროცესს“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

გიულერის ცნობით, ანკარაში 7-8 ივლისს დაგეგმილ სამიტზე ნატო-ს მოკავშირეები თანამშრომლობის გაძლიერების, ასევე, თავდაცვის ხარჯებისა და უკრაინის მხარდაჭერის გაზრდის საკითხებს განიხილავენ.

მისი თქმით, თურქეთი ევროპულ თავდაცვის ინიციატივებში ჩართული უნდა იყოს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო