გიორგი გახარია - მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი წამოჭრას

საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის დროს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი წამოჭრას. მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, დაგმონ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევები, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი იწყება. წინა რაუნდის შემდეგ, მოსკოვმა მნიშვნელოვნად დააჩქარა საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსია, რომლის მიზანია მისი რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაცია. ანექსიის ეს ახალი ფაზა დაიწყო ე.წ. 9 მაისის „მოკავშირეთა ურთიერთობების გაღრმავების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერით, რასაც მოჰყვა ცხინვალში საოკუპაციო ადმინისტრაციის სათავეში რუსი ჩინოვნიკის დანიშვნა“, - წერს გახარია.

მისი მტკიცებით, აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა დუმს.

„ქართული ოცნების“ მთავრობა დუმილს ინარჩუნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ამ აშკარა დარღვევასთან დაკავშირებით და უარს ამბობს ანექსიის დაგმობის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერაზეც კი. ირჩევს რა ანექსიის დასაპირისპირებლად აბსოლუტურად არაფრის კეთებას, „ქართული ოცნება“ ღიად აჩვენებს ოკუპანტ ძალასთან თანამშრომლობას“, - წერს გახარია.

მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებები წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს, სადაც საქართველო განიხილავს რუსეთთან კონფლიქტს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

„საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ, შეხვედრის დროს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი წამოჭრას. მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, დაგმონ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ეს დარღვევები, მათ შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საკუთარი ვალდებულებების დარღვევა“, - წერს გიორგი გახარია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო