კახა კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის პოლარიზაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, გარედან არის თავსმოხვეული, დავასრულოთ

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება დროული იყო.

მისივე შეფასებით, ის პოლარიზაცია, რომელიც საზოგადოებისთვის ბოლო წლების განმავლობაში გარედან არის თავსმოხვეული, უნდა დასრულდეს.

„ვფიქრობ, ძალიან დროული და მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ინიციატივა, რადგან სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის პოლარიზაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, გარედან არის თავსმოხვეული, დავასრულოთ. წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ ამ შედეგებამდე მივსულიყავით. შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ ამ ყველაფრის გამოხატვა უნდა შეგვეძლოს ზომიერად, კანონის ფარგლებში და არა შეურაცხყოფით. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ხდება, როგორი სტატუსები იწერება, როგორი კომენტარები კეთდება სოციალურ ქსელში. მგონია, რომ დროული იყო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო