გრიგოლ გეგელია - აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიხეილ ყაველაშვილის წასვლა იქნება კიდევ ერთი ლუსტრაცია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმს ირანთან, რუსეთთან და სხვა დიქტატურებთან საქართველოს მიერთება აქვს გადაწყვეტილი

ჩვენ გვახსოვს ამ რეჟიმის სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟიმის პრემიერ-მინისტრი „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ გვერდით. ჩვენ ვიცით, რომ მენტალურად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად ამ რეჟიმის ადგილი არის სწორედ თეირანში და სხვა ავტოკრატიებთან ერთად, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც აშშ-ის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ლიკვიდირებული, ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შესაძლო დასწრებას ეხებოდა.

მისი თქმით, გასაკვირი არ იქნება თეირანში მიხეილ ყაველაშვილის წასვლა, არც საქართველოსა და არც დანარჩენი მსოფლიოსთვის, რადგან გეგელიას თქმით, „რეჟიმს მთლიანად საქართველოს ავტორიტარიზაცია და მისი საგარეო პოლიტიკის მიერთება აქვს გადაწყვეტილი ირანთან, რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა დიქტატურებთან“.

„მე ვფიქრობ, რომ არავისთვის გასაკვირი არ იქნება - არც ამ ქვეყანაში და არც მის ფარგლებს გარეთ, ცივილიზებულ მსოფლიოში, თუკი ყაველაშვილს თეირანში ვიხილავთ. ჩვენ გვახსოვს, ამ რეჟიმის სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟიმის პრემიერ-მინისტრი „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ გვერდით. ჩვენ ვიცით, რომ მენტალურად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად ამ რეჟიმის ადგილი არის სწორედ თეირანში და სხვა ავტოკრატიებთან ერთად. ყველას გვახსენდება ის კადრი, თუ როგორ იდგა კობახიძე „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ტერორისტი ლიდერების გვერდით. ამიტომ წასვლის შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი ლუსტრაცია იმისა, რომ ამ რეჟიმს მთლიანად საქართველოს ავტორიტარიზაცია და მისი საგარეო პოლიტიკის მიერთება აქვს გადაწყვეტილი ირანთან, რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა დიქტატურებთან, სადაც ის ხედავს საკუთარ ადგილს, სადაც ქართველი ხალხი არ ხედავს საკუთარ ადგილს. ქართველ ხალხს აქვს საკმაოდ მკაფიოდ არჩეული საგარეო პოლიტიკური ვექტორი, ეს არის ევროპული კავშირი, გრიკო-რომაული ცივილიზაცია და ეს არის ის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ცივილიზებული სამყარო, რომელსაც ჩვენ მივესწრაფვით საუკუნეებია“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო