კახა კალაძე - საკანონმდებლო ორგანოში დაპირისპირება ბევრ ქვეყანაში ხდება და გულდასაწყვეტია, რომ საქართველოშიც მოხდა - მინდა, ყველას მოვუწოდო, თავშეკავებულები ვიყოთ! მესმის რთულია, როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ

სამწუხაროდ, დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში ბევრ ქვეყანაში ხდება და გულდასაწყვეტია, რომ ამ ტიპის დაპირისპირება საქართველოშიც მოხდა - მინდა ყველას მოვუწოდო, მაქსიმალურად თავშეკავებულები ვიყოთ! მესმის რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ, - ეს განცხადება მედიასთან თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

კალაძის თქმით, ის, რაც პარლამენტში მოხდა, “სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ იყო“.

„ვფიქრობ, ეს არ არის ის, რასაც საზოგადოება ითხოვს. პოლიტიკოსებს შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები, პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავიდეთ. ყველამ პატივი უნდა სცეს პარლამენტის ინსტიტუტს. ზოგადად, ურთიერთობები პოლიტიკურ და საქმიან დისკუსიაში უნდა გადავიდეს და არა ფიზიკურ და სიტყვიერი შეურაცხყოფაში, რაც ძალიან ცუდი იყო, რაც ნამდვილად არ არის მისასალმებელი და სასიამოვნო.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, მე არც პროკურორი ვარ და არც გამომძიებელი. შესაბამისად, ამ დეტალებში ვერ შევალ, თუ ვინ დაიწყო ეს ყველაფერი, თუმცა საზოგადოებამ ყველაფერი ნათლად დაინახა, თუ როგორ მოხდა და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.

ყველას მინდა მივმართო, მესმის, რომ ქართველები ვართ, მესმის, რომ ემოციებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი თავშეკავებულობა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო