ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრ „დუბნას“ კიდევ ერთხელ მიაღწია

უკრაინამ მოსკოვის ოლქში კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს დაარტყა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„დღეს, ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრ „დუბნას“ კიდევ ერთხელ მიაღწია. ეს სატელიტური კომუნიკაციების სპეციალური ობიექტია, რომელიც უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო კონტინგენტის მოქმედებების კოორდინაციისთვის გამოიყენება“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრამდე მანძილი 500 კილომეტრზე მეტია.

„ბოლო დროს, ჩვენმა თავდაცვის ძალებმა უკვე ოთხ მსგავს რუსულ ცენტრს მიაღწიეს. ჩვენ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გეგმას ვახორციელებთ და აგრესორ სახელმწიფოს უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციების ჩატარებას და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ვურთულებთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო